"ის, რაც არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და NATO-სთან არ აახლოებს" | პოლონეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და აცხადებს, რომ სამწუხაროდ, რაც არჩევნების დროს საზოგადოებამ ნახა, ქვეყანას ევროკავშირსა და NATO-სთან არ აახლოებს. 

"პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ქართულ ოპოზიციაში არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო მასშტაბით გამოყენებას, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.

გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქართველი ხალხი იმსახურებს მიაღწიოს მიზნებს და ოცნებებს - უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი.

სამწუხაროდ, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და NATO-სთან არ აახლოებს. 

პოლონეთი გააგრძელებს ქართული დემოკრატიისა და მისი ხალხის თავისუფალი ნების მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველო წარსულში იყო რეფორმების პროცესის ლიდერი და ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავ დაბრუნდება ამ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

არჩევნები 2024 | მთავარი 6 საათზე - 27.10.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი