"მიშამ დამარწმუნა რომ ახლა ბრძოლის ხაზი გადის 2020 წლის არჩევნებზე"- ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც "ძალა ერთობაშიამ" სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ტელეწამყვანი და ახლა უკვე მაჟორიტარობის კანდიდატი გეგმავს,რომ საცხოვრებლად წყალტუბოში გადავიდეს და ადგილობრივ ამომრჩევლებთან უშუალო კონტაქტით გაიგოს მათი პრობლემები და ის, თუ რას ითხოვს ხალხი მათი დეპუტატისგან.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გაიხსნება ნანუკას შტაბებიც. რაც შეეხება დევი ჭანკოტაძეს, რომელიც მის დასახელებამდე სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ წარადგინა ის, ვისზეც ჩათვალა, რომ გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

კვლვებმა აჩვენა, რომ შანსები შეუმცირდა გაერთიანებულ ოპოზიციას და ჩათვალეს, რომ ვისაც  მეტი შანსი ექნება ის დააყენეს, ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ახლა ცვლილებების დროა და უმრავლესობით ოპოზიცია უნდა მოვიდეს.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის" და გაერთიანებულმა ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გუშინ, 23 სექტემბერს წარადგინა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი