დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელია; გავაგრძელებ მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში | კარდინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელია, რადგან ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნები ძალადობის, დაშინების, აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებისა და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენების ფონზე ჩატარდა:

"საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები არის როგორც შემაშფოთებელი, ასევე იმედგამაცრუებული, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღემ ძალადობით, დაშინებით, აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით საარჩევნო უბნებიდან და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით ჩაიარა. ეს წინასაარჩევნო პერიოდის გაგრძელებაა, რომელიც დაბინძურდა ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობისა და საგარეო გავლენის შესახებ კანონის“ ამოქმედებით, რომელიც ანადგურებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული უკანდახევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო - მისწრაფებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. მე გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში.“ ნათქვამია სენატორის წერილში

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი