4 ოპოზიციური გაერთიანების კონსულტაციები პრეზიდენტის წარმომადგენელთან დასრულდა | ლიდერები გეგმას აქციაზე გააჟღერებენ

გამოქვეყნდა:

ოთხი ოპოზიციური გაერთიანების კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელიც ესწრებოდა დასრულდა. პოლიტიკური ლიდერები თითქმის 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ არჩევნები ჩატარდა რუსული სპეცოპერაციით და ის არათუ გაყალბდა, არამედ ქართველ ხალხს წაართვეს არჩევანი.

ხაზარაძის თქმით, დღეს საღამოს აქციაზე გაჟღერდება სამოქმედო გეგმა - "ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას...არამარტო ტექნიკურ საკითხებზე, კიდევ ერთხელ განვიხილეთ  და მიდის მუშობა საერთაშორისო პარტნიორებთან. რამდენიმე ქვეყანამ არ დაადასტურა და კიდევ ველოდებით სხვა ქვეყნებისგან განცხადებებს" - აღნიშნა ხაზარაძემ.

ანა დოლიძემ კი დაადასტურა, რომ "ძლიერი საქართველო" პარლამენტში შესვლას არ აპირებს - "ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ" - თქვა ანა დოლიძემ.  

ირკვევა, რომ პარლამენტში არ შედის არც "გახარია საქართველოსთვის". 

მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გუშინ დაადასტურეს "კოალიცია ცვლილებებისა" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი