ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ, ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა ანა დოლიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სადაც ოპოზიციის ლიდერებმა დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციასა და სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

"ჩვენ ვაფიქსირებთ ყველა იმ დარღვევას და დანაშაულს, რომლის მეშვეობითაც მოტაცებული იქნა არჩევნები. გავხსენით შტაბი სადაც ვაგროვებთ ამ  მტკიცებულებებს საერთაშორისო გამოძიებისთვის. ეს არ იყო ჩვეულებრივი, რუტინული გაყალბება, ეს არის საერთაშორისო დანაშაული, ჩადენილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე. ამას ითხოვს აშშ და შეუერთდება ევროკავშირიც. დღეს ჩვენ ვიკრიბებით 7 საათზე... რა თქმა უნდა ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ." - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა  მიიღო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 53,93%-ი მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.

შედეგებს არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. პრეზიდენტი და ოპოზიცია გაყალბებაზე საუბრობენ..

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციისთვის მიცემული ხმები ასე გადანაწილდა "კოალიცია ცვლილებისთვის" – 11.03%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" – 10.161%; ·"ძლიერი საქართველო" – 8.814%; "გახარია საქართველოსთვის" – 7.771%.

ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი