გენერალი დევი ჭანკოტაძე "ენმ"-სა და "ძალა ერთობაშიას" წინასაარჩევნო კამპანიაში სრული დატვირთვით ჩაერთვება და კამპანიას ყველა ოლქში, მაჟორიტარობის ყველა კანდიდატთან ერთად ჩაატარებს.
პირველი განცხადება ჭანკოტაძემ მისი კანდიდატურის შეცვლის შემდეგ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ნანუკა ჟორჟოლიანით ჩანაცვლებაზე მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივი კონსულტაციების შემდგ მიიღეს, მას შემდეგ, რაც შეთავაზებას ჟოროჟლიანი დათანხმდა.
"ჩემი დაპირებები 100%-ით იქნება შესრულებული, არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები...ყველასთან ერთად ვივლი და დავეხმარები რაც შემიძლია- ამბობს ჭანკოტაძე.
"ქართული ოცნება" მისთვის პატარა და წვრილმანი მტერია - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც გენერლის საბრძოლო გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას:
ომში ნამყოფი გენერალი, რომელმაც იგენერლა ომში, ეს სხვა რამეა. ეს არ არის პოლიტიკა, ეს პოლიტიკაზე გაცილებით მაღლა დგას, ეს არის ქვეყანა - ამბობს ჟორჟოლიანი
დევი ჭანკოტაძე, რომელიც სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა, ეროვნულ კამპანიაში იქნება ჩართული და ოპოზიციის საარჩევნო სიის ხუთეულში იქნება.
"ენმ"-სა და "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სრული სია