სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც მოჰყვა არჩევნებს საქართველოში | ანჯეი დუდა

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს პოლონეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა.  ანჯეი დუდამ არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებას ღრმად შემაშფოთებელი უწოდა.

"ახლახან სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც მოჰყვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ."- წერს ანჯეი დუდა X-ზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი