საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონელ კოლეგას, ალან კარისს, ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე, ალან კარისი საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა:
"მოდით, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროცესი ისეთი იყოს, რისი წრმენაც ყველა ქართველს შეუძლია. ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გვერდით...
ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების შესახებ ძალიან საგანგაშო, შემაშფოთებელი ცნობები მოვიდა. დემოკრარია ნდობაზე დაყრდნობით ვითარდება. ყველა ხმა მნიშვნელოვანია და ყველა ხმას მნიშვნელობა აქვს".