საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ შემაშფოთებელი ცნობები უნდა მოგვარდეს. ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ. ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს. არავის აქვს ამის წართმევის უფლება", - დაწერა ნაუსედამ საუბრის შემდეგ.
თუმცა, შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს, მთელი დღის განმავლობაში, საქართველოში გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, არაერთ დასავლელ ლიდერს ესაუბრა.