რა სქემებით მოქმედებდა ხელისუფლება, როგორი იყო არჩევნების გაყალბების სქემა - სოციალურ ქსელში შეიქმნა სპეციალური პლატფორმა - #მე ვნახე გაყალბება, სადაც დამკვირვებლები ან ნებისმიერი მოქალაქეები მათ ხელთ არსებულ ვიდეო და ფოტომტკიცებულებებს აქვეყნებენ.
სქემა სხვადასხვაგვარი და მასშტაბურია - პასპორტებში ჩადებული ფურცლები, დაბეჭდილი პირადობის მოწმობები, სხვისი პირადობით მოწყობილი კარუსელები და ხელოვნურად გათიშული ვერიფიკაციის აპარატები.