ქუთაისში მოპარული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. იმერეთში აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი თბილისში გამართულ მასშტაბურ აქციას უერთდება, ნაწილი კი, ამ წუთებში, ქალაქის მერიასთან იკრიბება. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგნელბი ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მიიტაცა.

ახალგაზრდების თქმით, საარჩევნო უბნებზე მათ ევროპული არჩევანი გააკეთეს, ცესკომ კი დღის ბოლოს სხვა შედეგები გამოაქეყნა. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ არჩევნებზე დამკვირვებლებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ხმას ვაძლევდით მათ შორის, კონკრეტული დარღვევები ვნახეთ, ვნახეთ, გაყალბების კონკრეტული სქემები, რომლებზეც რა თქმა უნდა მომზადებულია საჩივრები, მომზადებულია შესაბამისი ფოტო/ვიდეო თუ სხვა სახის მტკიცებულებები და ფაქტია, რომ ამ არჩევნებზე ტოტალური გაყალბების პირობებში, ნამდვილად რთული იყო შეგესრულებინა სადამკვირვებლო მისია და შენი წილი პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 180-მდე უბანზე დაწერილია ბათილობის საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 300 ათასამდე ამომრჩევლის ხმის ბათილობას მოითხოვს სხვადასხვა მისიები. გამომდინარე იქიდან, რომ კოკრეტული შედეგები კონკრეტული ფაქტებია ჩვენს მიერ იდენთიფიცირებული", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი