"ვისაც ორბანის მსგავსი მეგობრები ჰყავს, სრულიად დაკარგულია" | როთი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მიხაილ როთი პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს X-ზე ეხმაურება

"ვისაც ორბანის მსგავსი მეგობრები ჰყავს, სრულიად დაკარგულია... ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, მესმის თქვენი იმედგაცრუება, მაგრამ ეს არ არის სასოწარკვეთის ან უკან დახევის მომენტი. ევროკავშირმა და მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმები და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში. თავისუფლებასა და დემოკრატიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. იყავით მშვიდობიანად. ნუ გეშინიათ. არ დანებდეთ", - წერს როთი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი