"გამოვხატე ლატვიის მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ" | რინკევიჩი

გამოქვეყნდა:

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით 
ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას საქართველოს ევროპული გზის მიმართ ერთგულება გამოხატა.

"სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან. განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს დარღვევების შესახებ ანგარიშების მოგვარებას. მე გამოვხატე ლატვიის მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ", - დაწერა ლატვიის პრეზიდენტმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი