"მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან ამ ბრძოლაში" | უილსონი

გამოქვეყნდა:

"მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან ამ ბრძოლაში", - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადება კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს, რადგან პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეუერთდა ქართული ოპოზიციურ პარტიებს,საპარლამენტო არჩევნების შედეგების უარყოფაში და საპროტესტო აქციების მოწოდებაში", - წერია განცხადებაში. 

დოკუმენტს ასევე წერია უილსონის მიმართვაც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, არ იძალადონ მომიტინგეებზე

„გუშინ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუერთდნენ ქართული ოპოზიციის წევრები, რათა გამოუცხადონ მსოფლიოს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმური იყო. მან მოუწოდა ქართველ ხალხს გამოვიდნენ ქუჩებში და საპროტესტო აქციები გამართონ. ასევე, სთხოვეს საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერა, გადაარჩინონ თავიანთი დემოკრატია და არჩეული გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან ამ ბრძოლაში და ვაფრთხილებ "ქართული ოცნების" მთავრობას ძალადობის გამოყენების შესახებ მომიტინგეების გასაჩუმებლად. მსოფლიო უყურებს", - განაცხადა უილსონმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი