"გავაგრძელებ არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რომ განვსაზღვრო აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაბამისი რეაგირება" | სენატორი კარდინი

გამოქვეყნდა:

"გავაგრძელებ არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რომ განვსაზღვრო აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაბამისი რეაგირება", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი სოციალურ ქსელში წერს. 

"გავაგრძელებ არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რომ განვსაზღვრო აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაბამისი რეაგირება", - წერს ბენ კარდინი.

დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ბენ კარდინის სახელით განცხადება გაავრცელა. სენატორი საქარველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და წერს:

"საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია. ეს ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღეს იყო ძალადობა, დაშინება, აკრედიტებული დამკვირვებლების გარიცხვა საარჩევნო უბნებიდან და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენება. ეს მოჰყვა წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც დაბინძურდა ე.წ. "გამჭვირვალობისა და საგარეო გავლენის შესახებ კანონის" ამოქმედებით, რომელიც ანადგურებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, საქართველოს დემოკრატიულ პროცესს დიდი ჩრდილი მიაყენა. 

საქართველო თავისმა ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული უკანდახევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ღრმა ინტეგრაციისკენ დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი და NATO - მისწრაფებები, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. მე გავაგრძელებ არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რომ განვსაზღვრო აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაბამისი რეაგირება", - წერია სენატორი კარდინის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი