"საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე" | პრეზიდენტის მიმართვა აქციაზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას.

"თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები. თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის არ აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ეს ჩვენი დღევანდელი დროშა და ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპასთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა, მომავალი, სხვა ჩვენ არა გვაქვს ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა რომელიც მოგვყვება და არის ესოდენ ძვირფასი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

[მასალა ახლდება]

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი