"საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატისგან" | ევროკავშირის 13 მინისტრის განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და გამოვლნილ დარღევევებთან დაკავშირებით, ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატისგან.

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყოველგვარ დარღვევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და ვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას და დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორებას.

ჩვენ ამ რთულ დროს ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და განსაკუთრებით ხელისუფლების რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატისგან.

დარღვევები ქართველი ხალხის კანონიერი ევროპული სწრაფვის ღალატია. კანონის უზენაესობისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერმინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • მარტინ დვორაკი;
  • მარია ბჟერე;
  • ანა ლუჰრმანი;
  • მარგუს ცაჰკნა;
  • ხოაკიმ სტრანდი;
  • ბენჟამინ ჰადიდი;
  • ჯენიფერ კეროლ მაკნეილი;
  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი;
  • კასპარ ველდკამპი;
  • ხაივიერ ბეტელი;
  • ადამ სზლაპკა;
  • ინეს დომინგოს;
  • ჯესიკა როსენკრანტსი;
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი