ძალაუფლების შესანარჩუნებლად გარდამტეხ არჩევნებზე ივანიშვილის კლანმა გაყალბების ყველა არსებული სქემა აამოქმედა. კამპანიის "მე ვნახე გაყალბება" ფარგლებში - სოციალური ქსელები მოიცვა ვიდეო და ფოტო მასალამ, რომელსაც დამოუკიდებელი დამკვირვებლები ავრცელებენ. მოხალისეები, საარჩევნო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევდნენ მეთვალყურეობას და საკუთარი თვალით ნახეს, როგორ აყალბებდნენ პირდაპირ საარჩევნო უბანზე ხმებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. სქემა, რომლითაც ხდებოდა ხმების მობილიზება სხვადასხვაგვარი და მასშატაბურია-პასპორტებში ჩადებული ფურცლები, დაბეჭდილი პირადობის მოწმობები, სხვისი პირადობით მოწყობილი კარუსელები და ხელოვნურად გათიშული ვერიფიკაციის აპარატები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი