"ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს მომავალია და ჩვენი პარტნიორები, ამერიკელებიც და ევროპელებიც, ჩემს მომავალზე მეტად ამაზე უნდა ღელავდნენ", - ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ჟურნალისტის კრისტიან ამანპურის რეპლიკას, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვების შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა პრეზიდენტი ხელისუფლების სამიზნე გახდეს.
ზურაბიშვილმა ტელეარხთან "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია გაიხსენა და აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ, გამარჯვებს შემთხვევაში, ყველა ოპონენტის დაპატიმრება და გასამართლება დააანონსა.
"მე არ ვდარდობ საკუთარ თავზე, მე ვდარდობ მთელ ქვეყანაზე, რა მოხდება თუ ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელში აღმოჩნდება. მათ თქვეს წინასაარჩევნო კამპანიისას, რომ ყველას ციხეში ჩასვამენ, რომ გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად მოახდენენ "აგენტების კანონის" იმპლემენტაციას, რომელიც ზღუდავს არა მხოლოდ NGO-ებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ, არამედ ასევე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსაც. კანონი ასევე გააკონტროლებს ჩვენი ემიგრანტების გადმორიცხვებსაც. ეს იყო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა. ასე რომ, ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს მომავალია და ჩვენი პარტნიორები, ამერიკელებიც და ევროპელებიც, ჩემს მომავალზე მეტად ამაზე უნდა ღელავდნენ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.