"მიმაჩნია, რომ საერთაშორისო გამოძიება საჭიროა" | დუდა საქართველოში ჩამოსვლას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვიზიტს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ანჯეი დუდამ პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა - "განვიხილავთ, თუ იქნება საჭირო. მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად ჩემი მოვალეობაა, თუ ასეთი ვითარება იქნება" - აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, ელოდება დამკვირვებლების მოსაზრებებს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან ისაუბრა, რომელიც არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. ანჯეი დუდას თქმით, ასეთი გამოძიება აუცილებელია:

"ქალბატონმა პრეზიდენტმა, მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებმა მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება. მე ასევე მიმაჩნია, რომ ასეთი გამოძიება, საერთაშორისო დამკვირვებლების ყველა მოსაზრების საფუძვლიანი შესწავლის კუთხით, აუცილებელია" - ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი რადიო ZET-ის ეთერში.

კითხვაზე, ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში? დუდა ამბობს, რომ ამის მკაფიო მტკიცებულება არ არსებობს, "მაგრამ მოდი, ვთქვათ, რაღაც თვალსაზრისით პრორუსული ძალები… ნუ მოვიტყუებთ თავს“.

საქართველო მდებარეობს მსოფლიოს ძალიან საკვანძო წერტილში, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, ეს არის ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოში და რუსეთს სურს საქართველოს ხელში ჩაგდება" ამბობს ანჯეი დუდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი