"გასაგებია ახლა იქ, რა თქმა უნდა, დარღვევებიც იქნება, იმას კი არ ვამბობთ ახლა, რომ არანაირი დარღვევა არ იყო. რა თქმა უნდა იქნება დარღვევები, იქ მარკირების წესიც, ხანდახან დარღვეული იქნება, ორი მილიონ სამოცი ათასი ადამიანი იყო სამარკირებო და ა.შ.. სხვათა შორის, მეც მკითხეს, რომ მივედი დაგასხათ თუ არა სითხეო და მე ვკითხე რატომ და ხანდახან არის რომ ზოგიერთს რელიგიური მოსაზრებით, ზოგიერთს სხვა მოსაზრებით შეიძლება სითხეზე უარი თქვას და მაშინ მონაწილეობას არ აღებინებენ არჩევნებში. ამიტომ 2 060 000 ადამიანი მოძრაობდა იმ დღეს ხომ, იქ რაღაც დარღვევები იქნებოდა გასაგებია, მაგრამ ამის წარმოსახვა ისე რომ 900 000-იანი სხვაობა სინამდვილეში არ არსებობს, ანუ უნდათ, რომ 900 000 ადამიანი, საქართველოს მოქალაქეს უწოდონ ვირტუალური ადამიანი და გააქრონ....".

- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი