"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არჩევნების გაყალბების სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მალე გასაჯაროვდება:
"წინასწარ გეტყვით, საზოგადოებას ხომ უნდოდა მტკიცებულებები და სქემის გახსნა? სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და ყველგან გვაქვს მტკიცებულებები, მათ შორის, ისეთი მიმართულებები რომელზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა საზოგადოებას. " აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
განცხადება ამის თაობაზე ნიკა გვარამიამ ოპოზიციური კონსულტაციების დაწყებამდე გააკეთა. ამ წუთებში ოპოზიციის საკოორდინაციო შტაბი მოლაპარაკებებს მართავს სხვადასხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებთან.