ოპოზიციის კონსულტაციებიდან გამოსვლის შემდეგ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების მასშტაბურ სქემაზე, რომლის დამუშავებაც ახლა მიმდინარეობს:
"ქართული ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს მთავრობა არის არალეგიტიმური და ჩვენი მოქმედებები იქნება მიმართული მხოლოდ იმაზე, რომ საერთაშორისო ადმინისტრირებით ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომელიც ასახავს ხალხის ნებას. ამ გზაზე მივდივართ ყველა ერთად, ყველა პარტია პრეზიდენტთან ერთად ვიმუშავებთ გარეთ და შიგნით. ასევე გვაქვს, ძალიან ძლიერი, როგორც არასამთავრობოებს, ასევე ჩვენ, მტკიცებულებების კასკადი გაყალბების. ახლა რაზეც ვმუშაობთ ესაა მთლიანი მოდელის, რუსული მოდელის გაშიფვრა , რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოყენებულა და ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ პლუს გავხსნით მთელ სქემას , მე ვურჩევდი ცესკოს თანამშრომლებს , სხვას ჩართულს ამაში, დაიზღვიონ თავი, გადაირჩინონ თავი, იმიტომ რომ ეს არის კრიმინალი" ამბობს ხოშტარია.