"არ უნდა დავუშვათ, რომ ქართველი ხალხის ევროპული ოცნება გაქრეს" | ნაუსედა

გამოქვეყნდა:

"არ უნდა დავუშვათ, რომ ქართველი ხალხის ევროპული ოცნება გაქრეს", - ამის შესახებ გიტანას ნაუსედა X-ზე წერს. ლიეტუვას პრეზიდენტი ევროკავშირს სამოქალაქო საზოგადოებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში", - წერს ნაუსედა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი