ვენესუელის "პრეზიდენტმა", რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, თქვა, რომ "ოცნებამ" "სამაგალითოდ და ვარსკვლავურად გაიმარჯვა"

გამოქვეყნდა:

ვენესუელის საერთაშორისოდ არაღიარებულმა "პრეზიდენტმა", ნიკოლას მადურომ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, თქვა, რომ "ოცნებამ" "სამაგალითოდ და ვარსკვლავურად გაიმარჯვა", - მის ამ განცხადებას "სპუტნიკი" ავრცელებს. 

"საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-სთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. თუმცა წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური ხელისუფლება. გასულ კვირას მათ საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით, სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება მოიპოვეს“, - განაცადა მადურომ.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ივლისში გაიმართა. ოფიცალური მონაცემებით, მან ხმების 52% მიიღო და პრეზიდენტის პოსტზე მესამედ დამტკიცდა. თუმცა, ქვეყნის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალურად მადურომ ხმების 30%, ოპოზიციის ლიდერმა ედმუნდო გონსალესმა კი 67% მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი