საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა | დასავლელი პარტნიორები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელით ჩატარებული სპეცოპერაცია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ - ასე შეფასდა 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც პოლიტიკურად გაკოტრებულმა ხელისუფლებამ თითქმის 54% დაიწერა. ამ ქვეყანაში ამ არჩევნებს არავინ აღიარებს. არ აღიარებს დასავლეთიც, თუმცა ოფიციალურად არალეგიტიმურ გაცხადებამდე, დასავლელი პარტნიორები არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. 

საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პრეცენდენტი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეს მოთხოვნა კი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, რომ დასავლეთი ამ არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სხვა ქვეყნის, კონკრეტულად კი რუსეთისა და რუსული სპეცსამსახურების კვალი ჩანს. 

ქართველი ხალხიც, პრეზიდენტიც, პროდასავლური ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს, ახლა ხალხი ისევ დასავლელი მეგობრების მხარდაჭერას ელიან. დასავლელი პარტნიორები კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო ოქმს, რის შემდეგაც საერთაშორისო მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ფიქრობენ, რომ ოფიციალურ დონეზე გაყალბებულად არჩევნების ცნობას, მძიმე სანქციების პაკეტი მოჰყვება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი