პუტინის მოკავშირე ორბანი თბილისში - რა გახდა უნგრეთის პრემიერმინისტრის საქართველოში ჩამოსვლის რეალური მიზეზი, ამის შესახებ უნგრელმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა ლასლო მეზესმა შეკითხვა თავად ორბანს დაუსვა.
პუტინის მოკავშირე ორბანმა ეს რეპლიკა ძალიან კარგად გაიგო, თუმცა უპასუხოდ დატოვა და ირაკლი კობახიძესთან ერთად მისივე დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება გააგრძელა. გაყალბებული არჩევნებისა და ქართველი ხალხისთვის მოპარული არჩევანის ლეგიტიმაციისთვის რომ ჩამოვიდა, ეს უნგრეთის პრემიერმინისტრს პრესკონფერენციაზე არც დაუმალავს. კრიტიკული და საერთაშორისო მედიის მცდელობის მიუხედავად, რომ საზოგადოებაში მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხი მიგვეღო, უშედეგო აღმოჩნდა.
პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან ერთადერთი ლიდერია, რომელიც ოლიგარქიული რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს. ევროპელი ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები კი ხაზგასმით იმეორებენ, რომ უნგრეთის პრემიერის პოზიცია არ არის და არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალური პოზიციას; და რომ საქართველოში მისი ვიზიტი არჩევნებიდან მესამე დღეს - უდროო და არასწორია. განცხადება რამდენჯერმე გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.
ორბანის მცდელობა ოლიგარქიული რეჟიმის მიერ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია მოეხდინა უშედეგო აღმოჩნდა. საქართველოში მასობრივად გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ კრემლისტები და პუტინის პროპაგანდისტები აღიარებენ და ზეიმობენ.