"გახარია საქართველოსთვის" წევრს უკვე მესამედ დაესხნენ თავს | ნაცემია ყოჩიშვილის მოხუცი მამა

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" წევრს ლია ყოჩიშვილს და მის მოხუც მამას საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ყოჩიშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ პოზიციას უკავშირებს.

ოპოზიციონერი ძალადობაში მცხეთის საკრებულოს დეპუტატის ძმას,  გურამ ჯიქიას ადანაშაულებს. შემთხვევა 28 ოქტომბერს მოხდა:

"მამაჩემი იწვა, მე ჭურჭელს ვრეცხავდი რომ შემოიჭრა სამზარეულოში და რომ შემოვიდა სახე ჰქონდა ძალიან შეშლილი და მე მივხვდი, რომ ეს კარგი განწყობით არ იყო შემოსული ჩვენთან. პირდაპირ მამაჩემისკენ წავიდა, ამ დროს მე ჩავუდექი შუაში და პირველი მე დამარტყა სახის არეში, მე იმდენად ძლიერად დამარტყა რომ დაბლა მეტლახზე დავვარდი.

პოლიტიკურს ვუკავშირებ მე. სულ ვაპროტესტებ "ქართულ ოცნებას" და ჩემზე თავდასხმები ხორციელდება მას შემდეგ, რაც მე და ბატონი შალვა კერესელიძე ვიმყოფებოდით ქსნის საზოგადოებრივ სკვერში, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. აი მის შემდეგ ხორციელდება უკვე ჩემზე თავდასხმები და ეს დაკვეთა მოდის გიორგი ჯიქიასგან," - ამბობს ლია ყოჩიშვილი.

ცნობისთვის, ჯერ კიდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყოჩიშვილისთვის ქსანში მანქანის დაჯახება სცადეს. როგორც "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, შალვა კერესელიძე აცხადებდა, მომხდარში "ოცნების" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი გიორგი მურჯიკნელი ფიგურირებდა.

მოგვიანებით კი  თავს დაესხნენ ლია ყოჩიშვილის დედასაც.

არც ერთი ეს შემთხვევა გამოძიებული არაა: 

"ჯერ გამოიძიებთ ამას! როცა ლია ყოჩიშვილს ავტომანქანას აჯახებდნენ, ფეხებზე დაიკიდეთ! უმოქმედობის გამო, რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილის დედას თავს დაესხნენ, ფეხებზე დაიკიდეთ! უმოქმედობის გამო, ისევ რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილს და მისი მოხუც მამას სახლში მიუვარდნენ და სასტიკად სცემეს და ისევ ფეხებზე გკიდიათ. ხოდა, სანამ ცესკოს და ბიძინას დაკრულზე იცეკვებთ, ამას გამოიძიებთ. თორემ მერე მე აუცილებლად თქვენ გამოგიძიებთ უმოქმედობისთვის. ხომ გასაგებად ვამბობ?" - წერს სოციალურ ქსელში "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი