გახარია საქართველოსთვის ერთ ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს, რომელმაც არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და პირველი ვინც გამოკითხვაზე დაიბარა, სალომე ზურაბიშვილია:
რას დაემსგავსეთ, რას?
ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე?
პაპუაშვილს როდის იბარებთ მუქარაზე?
ადამიანებზე თავდასხმაზე, ძალადობაზე, თვალთვალზე როდის იწყებთ გამოძიებას?
ეს გამოძიება და ეს დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო და როგორ მწყდება გული, რომ ამას თქვენ აკეთებთ." წერს მეზვრიშვილი.
პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტი გამოკითხვაზე ხვალ, 31 ოქტომბერსაა დაბარებული. ამ დროისათვის სალომე ზურაბიშვილის პოზიცია უცნობია.