"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც გუშინ დასახელდნენ, ამბობენ, რომ საარჩევნო კამპანია, შესაბამის ოლქებში, თითქმის ყველა მათგანს უკვე დაწყებული აქვს და ისინი რეგიონისთვის აქტუალურ პრობლემებზე ორიენტირდებიან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" მაჯორიტარობის კანდიდატი სამტრედიის-წყალტუბოს- ხონისა და ვანის ოლქში, ნანუკა ჟრჟოლიანი ამბობს, რომ იბრძოლებს და ყველა სოფელში ჩავა.
"არ ვიქნები პოლიტიკოსი დავიქნები მაჟორიტარი. და მე ვიქნები ჩემი ამომრჩევლების გულების ელჩი" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას", ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ქუთაისის ბიუჯეტი ისე უნდა იყოს გათვლილი, როგორც თბილისის - არანაკლებ 1000 ლარი ერთ სულ მოსახლეზე. ვაშაძისვე თქმით, ეს ქალაქს მისცემს საშუალებას ბიუჯეტი გაიორმაგოს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდეს.
"საქართველოს მეორე ქალაქი ასეთი მიტოვებული არ უნდა იყოს. ზუსტად ამიტომ შევიტანეთ ჩვენ ეს კანონპროექტი, რომელიც შევიტანეთ. სადაც ხაზგასმულია, რომ ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს საპარალამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქის სტატუსუ, რომელიც ხელიდან გამოგლიჯეს ქუთაისს" - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
"ძალა ერთობაშიას" ფოთი-ხობი-სენაკის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავას, თქმით ქვეყანაში მძიმე სოციალური ვითარებაა შექმინილი. ზოდელავას მტკციებით, კრიზისი იმდენად ღრმა არის, რომ მოსახლეობას საკვების მოპოვება უჭირს.
სამწუხაროდ "ქართული ოცნება" სრულიად მოუმზადებელი შეხვდა იმ პანდემიას, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოს აზანზარებს. არანაირი ეკონომიკური რეზერვები, მათ შორის ოჯახები, რომლების გააღარიბა "ქართულმა ოცნებამ" დარჩნენ სარჩოს გარეშე - ამბობს მურთაზ ზოდელავა - ამბობს მურთაზ ზოდელავა
შეგახსენებთ, რომ გუშნ 23 სექტემებრს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატი წარადგინა.