ყველანაირი კომიკური დაბარება მედვედევის მითითებით, ეს არის კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის ივანიშვილის მხრიდან. პროკურატურაში დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის | ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ყველანაირი კომიკური დაბარება მედვედევის მითითებით, ეს არის კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის ივანიშვილის მხრიდან. პროკურატურაში დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის - ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პროკურატურაში პრეზიდენტის დაბარებას:

მისი თქმით, დღეს სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული მხარდაჭერა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და ის ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს:

"დღეს სალომე ზურაბიშვილი ასრულებს ისტორიულ მისიას, საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ევროპული გზის დაცვის. დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს , მას აქვს ხალხის მხარდაჭერა, ოპოზიციური პარტიების სრული მხარდაჭერა და უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერა და რაც მთავარია, ის არის მართალი ქვეყნის ისტორიის და მომავლის წინაშე. ყველანაირი კომიკური დაბარება მედვედევის მითითებით, ეს არის კიდევ უფრო დასუსტება და კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. პროკურატურაში დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის" თქვა ხოშტარიამ.  

იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი