ენმ-ის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ და საჩივრები დაწერეს, პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ და საჩივრები დაწერეს, პროკურატურამ დაიბარა. ამის შესახებ განცხადება ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ანთაძემ გააკეთა. 

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და ასევე ჩაახშოს ადამიანებში გაყალბებული არჩევნების გამო გამოწვეული პროტესტი.  

ანთაძის თქმით, ენმ-ის წევრები არ აპირებენ საგამოძიებო უწყებაში მისვლას და გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არიან თანახმა.

შეგახსენებთ, არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურა, ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე ხვალ, 31 ოქტომბერს დაიბარა.  

ავტორი: თეა ვაშალომიძე
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი