საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებზე დაფისქირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საუბრობს. ამბობს, რომ საჭიროა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ჩატარდეს გამოძიება, რაც აღნიშნულ დარღვევებს დაადგენს:
"9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება - საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საპირისპიროც არ უთქვამთ. ამიტომ, ეს გამოძიება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.