როგორ დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა | სამოქალაქო სექტორი, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კენჭისყრის შედეგების გაბათილებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით - საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, არჩევნებზე მისი ხმა ფარული იყოს.

ხმის ფარულობის დარღვევა არ იყო მხოლოდ ერთ ან ორ უბანზე. ეს ხდებოდა ყველგან, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ეს არის პრეზიდენტის ფოტო, სადაც ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი კარგად ჩანს. სალომე ზურაბიშვილის ხმის მიცემა პირიდაპირ ეთერში გადაიცემოდა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო მედიაში. გამჭვირვალე ბიულეტენით კი ყველას შეეძლო, განესაზღვრა, ვის მისცა ხმა პრეზიდენტმა. 

მეტად აღქმადი იყო, ვინ შემოხაზავდა "ქართულ ოცნებას", რადგან ნომერი 41 საარჩევნო ბიულეტენზე ბოლოში იყო დატანილი და შესაბამისად მისი გაფერადების ან არ გაფერადების შემთხვევებს, "ქართული ოცნების" დამკვირვებელი თუ მათ მიერ დამონტაჟებული კამერა მარტივად დააფიქსირებდა. 

ჩარჩო კოვერტიდან ბიულეტენის ამოწევა კი აჩენდა სივრცეს და ნათლად ხედავდა ნებისმიერ იქ მყოფი მოქალაქის გაკეთებულ არჩევანს. ათასობით ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათაც იგივე შეემთხვათ და ხშირად გვერდზე მდგომის არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობაც კი ჰქონდათ. ამ ყველაფერს კი უყურებდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და აფიქსირებდნენ  კამერები, რომლებიც ზუსტად ყუთებთან იყო დამონტაჟებული და რომელსაც ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ. 

არჩევნებზე დარღვევის სიმძიმეს რამდენიმე კონპონენტი განსაზღვრავს, მათ შორის დარღვევის მასშტაბურობა. 26 ოქტომბერს ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა ამომრჩევლის 100% ში და 2 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული - ფარულად ხმის მიცემის უფლება. შესაბამისად მასშტაბურობა იმდენად დიდი და მძიმეა, სხვა ყველა დარღვევას რომ თავი დავანებიოთ, მხოლოდ ეს კომპონენტი ჰყოფნის არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას. 

არჩევნებამდე პერიოდში ცესკოს თავმჯდომარე დადიოდა ყველაგნ და არწმუნებდა ყველას, რომ ხმის მიცემა ფარული იქნებოდა და მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ ვერავინ ვერასდროს გაიგებდა. თუმცა..... 
 
ამ ფაქტთან დაკავშირებით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს მიმართა კითხვით, რატომ ჩანდა შემოხაზული არჩევანი.  კალანდარიშვილის უწყებისგან მიიღეს პასუხი, რომ საცდელი ფურცლები სხვა ხარისხის იყო, არჩევნების დღეს კი ფარულობა 100 % ით იქნებოდა დაცული. 

გარდა იმისა, რომ საიამ საჩივრები საოლქო კომისიებში გააგზავნა, მათ მიმართეს პროკურატურასაც, რომ დაიწყონ გამოძიება ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავსირებით. საგამოძიებო უწყებისგან განცხადებაზე პასუხი ჯერ არ არის. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი