ჩამორთმეული ID ბარათები, მუქარა, მარკირების გარეშე ხმის მიცემა... | "ოცნების" გაყალბების სქემა

გამოქვეყნდა:

ოცნების მიერ ჩატარებული არჩევნებით კითხვის ნიშნის ქვეშ ნების თავისუფალი გამოხატვა დგება. მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემა. სხვისი პირადი მონაცემების გამოყენება. "ქართული ოცნების" მართული დაჯგუფებების უბანთან და უბანზე მობილიზება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მანიპულაციებისა, რასაც ივანიშვილის გუნდმა 26 ოქტომბერს მიმართა. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გაყალბების სქემა გაშიფრეს. სქემის მიხედვით, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები და ოჯახების წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უბნებზე საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად იყვნენ წარმოდგენილები. 4 პროდასავლური გაერთიანების შესაბამისი საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებშია. 

246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, 29 საარჩევნო ოლქში საჩივარი წარადგინა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“. კომისიის წევრების მხრიდან უბანზე აგიტაციის ასობით ფაქტი, გამეორებით ხმის მიცემა, ფარულობისა და მარკირების პროცედურების დარღვევა.  

200-მდე საჩივარი დაწერა ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა. საქმე ეხება ამომრჩეველთა აღრიცხვას უბნის გარე პერიმეტრებზე, მოქალაქეების მოსწყიდვის სავარაუდო ფაქტებს, საარჩევნო ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა და სხვა.

ყველა მანიპულაციისა და საარჩევნო დარღვევის შესახებ დეტალური მტკიცებულებები აქვთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებაზე საქმის კურსში ჩააყენებენ  საერთაშორისო პარტნიორებსაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ კი პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი