დანაშაულის ფაქტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება უმეტესწილად ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის მიზეზი - უკიდურესი გაჭირვებაა.
ხელისუფლება კი, რომელიც პირობას დებდა, რომ ადამინის უსაფრთხოება მისი პოლიტიკის მთავარი შემადგენელი იქნებოდა და პარალელურად კრიმინალთან შეგუებაზე ლაპარაკობდა, ახლა გულგრილად ადევნებს თვალს სტატისტიკის გაუარესებას - რომელიც აჩვენებს, რომ ერთ წელიწადში დანაშაულის რიცხვი თითქმის გაორმაგდა.
ერთ დროს საპარლამენტო დედაქალაქში კრიმინალური შემთხვევები ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა. ხშირ შემთხვევაში დანაშაულს უკიდურესი გაჭირვების გამო ჩადიან, გასულ ღამეს მაღაზია ორი ნაბიჯი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მამაკაცმა ოჯახის გამოსაკვებად დააყაჩარა.
კრიმინალური შემთხვევების სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება - ბოლო ერთ წელიწადში 86 პროცენტით გაიზარდა. ბოლო გახმაურებული ძარცვის დროს გორში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი დაჭრეს. პოლიციას ეს შემთხვევაც ჯერ არ გამოუძიებია.
ბოლო დროის შემთხვევებიდან კარგად ჩანს, რომ დანაშაულს, არა სიმდიდრისა და ძვირფასეულობის დაუფლებისთვის, არამედ ყოველდღიური საკვების მოპოვებისთვის ჩადიან. ამას სოფლად გახშირებული კრიმინალიც მოწმობს, სადაც მაღაზიებიდან, ფული და პროდუქტები მიაქვთ, ზოგ შემთხვევაში მოსახლეობას ზამთრისთვის დამზადებული მარაგები მოპარეს, ეს კი წინასაარჩევნო შეხვედრების დროს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა.