"კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საუბრობს და საქართველოში გაყალბებული არჩევნების გამოძიებას ეხმაურება.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ნიშნავდა მხოლოდ იმას, რაც მასში იყო ნათქვამი და არაფერს სხვას.
[...]
ასევე, ჩვენ ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.
[...]
პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავის თავზე თავად ისაუბრებს, თუმცა, როგორც მესმის, მან თქვა, რომ დარღვევების შესახებ ინფორმაცია აქვს. იმედი მაქვს, რომ ის ამას გააზიარებს. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, ვინ ჩაატარებს მას - საქართველოს ოფიციალური პირები თუ სხვა ვინმე", - განაცხადა მან.
იხილეთ ასევე:
[მასალა ახლდება]