"შაბათ ღამე ჩემთვის რომ ეკითხათ, მომდევნო სამი დღის განმავლობაში..." | ნიკა გვარამია არჩევნების გაყალბების პოლიტიკურ შედეგებზე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში არჩევნების გაყალბების პოლიტიკურ შედეგებზე წერს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

შაბათ ღამე ჩემთვის რომ ეკითხათ, მომდევნო სამი დღის განმავლობაში

  • სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადებდა, 
  • ოთხივე ოპო პარტია ერთად დადგებოდა, უარყოფდა შედეგებს და უარს იტყოდა პარლამენტში შესვლაზე, 
  • ევროპის 18 საგარეო მინისტრი იგივეს გაიმეორებდა, 
  • საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ არჩევნების კრიტიკულ შეფასებაში, 
  • აშშ სახდეპი არჩევნების გაყალბების საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვდა,
  • აშშ-ს პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას გააკეთებდა, რომ ეთქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ შეაფასეს ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, 
  • ევროკავშირის ელჩი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა ევროკავშირის სახელით, რომ საქართველომ ამ არჩევნებით შანსი დაკარგა ევროინტეგრაციის და ეს პროცესი მხოლოდ მაშინ განახლდება, როცა გაყალბებული არჩევნების პრობლემა მოიხსნება, 
  • ამ არჩევნებს მარტო აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, უნგრეთი და ვენესუელა აღიარებდა

მე ალბათ ვუპასუხებდი, რომ ეს ფანტაზიაა. 
არადა, ეს ყველაფერი მოხდა და ფანტაზია ნამდვილად არაა.

მე არ მიყვარს კომპლიმენტებით თავის მოქონვა და არც პირფერობა. არც თავის მოსაწყლება და იმაზე მეტის დაბრალება საკუთარი თავისთვის, ვიდრე ვიმსახურებ. სიმართლე ისაა, რომ ზემოთჩამოთვლილი, პრეზიდენტის, ხალხის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დარად, პოლიტიკოსებმაც შევძელით. ზოგჯერ ბევრად უკეთ და სწრაფად, ეფექტიანად და ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერმა სხვა აქტორმა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წინ ასჯერ მეტი და ასჯერ უფრო სწრაფად არ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ უსამართლო კრიტიკა ამას ნამდვილად არ ეხმარება.  

სხვებში პრობლემების მუდმივად ძიება ნამდვილად არაა საუკეთესო თანამგზავრი, მით უფრო, კრიზისების დროს, - წერს ნიკა გვარამია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი