"სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ" | ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ეხმაურება  და აცხადებს, რომ გამოჩენილი სიფრთხილის გამო, ევროპა საქართველოს კარგავს

"სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ". - წერს მარკო მიჰკელსონი X-ზე.


საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერესამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი