არჩევნები ძალადობით - ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს, ხელისუფლება თავს იწონებს

გამოქვეყნდა:

რეგიონებში მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერები ოპოზიციის აქტივისტებს პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვებით ემუქრებიან.

პარალელურად არ წყდება ძალადობრივი აქციები. დარბეულია მაჟორიტარობის კანდიდატებისა და პარტიის ოფისები დედაქალაქსა და რეგიონებში, ფიზიკურად უსწორებიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს - დანაშაულებზე დაწყებულია გამოძიებაც, თუმცა, ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

თბილისის ცენტრში შუადღისას თავს დაესხნენ პარტია ლელოს წევრს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ანგარიშსწორების შედეგად გიორგი გლუნჩაძემ ტვინის შერყევა მიიღო. წინასაარჩევნო აქტიოვობებში ხელს უშლიან  ევროპულ საქართველოსაც. პარტიის ლიდერებს პლაკატების გაკვრის საშუალებას არ აძლევენ.

ხელისუფლების ოპონენტები კი გამოძიებას ითხოვენ. თუმცა, უფლებადამცველებისა და საერთაშორისო პარტნიორების გარდა, ოპოზიციას არავინ გამოხმაურებია.

სახალხო დამცველის აპარატი უკვე სწავლობს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც რეგიონებში ოპოზიციის აქტივისტებს ადგილობრივი საჯარო მოხელეები პირადი ცხოვრების გასაჯაროვებით აშანტაჟებენ. ფაქტებზე დაწყებულია გამოძიებაც, თუმცა საგამოძიებო უწყებებიდან ამ დრომდე ახალი არაფერია. ივანიშვილის გუნდის 8 წლიანი მმართველობის განმავლობაში, კი პირადი ცხოვრებით შანტაჟი ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკად დამკვიდრდა, ამას ქართული ოცნება პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად იყენებს.

მიუხედავად იმისა,რომ დასავლელი პარტნიორები საჯარო განცხადებებში ღიად მოითხოვენ ძალადობრივი ფაქტების უსწრაფესად გამოძიებას, მმართველი პარტია მათი მხრიდან ძალადობას არ აღიარებს და ამბობენ,რომ წინასაარჩევნო გარემო საერთაშორისო პარტნიორებისგან შექებას იმსახურებს.

ამ დროს კი, მმართველობის ორი ვადის ბოლოს  ქართული ოცნების პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკა სულ უფრო და უფრო ძალადობრივი ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი