მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე ბრალდება წარედგინა | პროკურატურა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულში №69-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვსა და ერთ პირს ბრალდება წარედგინათ.

ბრალდებულები დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების გაყალბების მიზნით საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს, რამაც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი