ავტოკრატიულ რეჟიმებში ქუჩა არის გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი პლატფორმა...EU-დან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, ვიდრე ჩვენ თვითონ არ დავამსგავსებთ ქვეყანას ქვეყანას | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ყველამ უნდა გააცნობიეროს, დემოკრატია თავის დროზე, ათეულობით საუკუნის წინ, დაიბადა ქუჩაში და როცა მას კლავენ და ხალხს ართმევენ, იგი ხელახლა შეიძლება დაიბადოს მხოლოდ ქუჩაში. სხვა სცენარი უბრალოდ არ არსებობს ავტოკრატიულ რეჟიმებში, დიქტატორულ რეჟიმებში, ამიტომ ქუჩა არის ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების პლატფორმა და გზა დღევანდელ საქართველოში  - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციურ კონსულტაციებზე შესვლამდე და იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რაც ახლა პოლიტიკურ პარტიებს აქვთ.

მისი თქმით, ახლა წყდება არა რომელიმე კანონის, არამედ ქვეყნის ბედი და საჭიროა დაფიქრებული და გაანალიზებული ქმედებები:

"არც ერთი ინსტიტუტი, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, არ მუშაობს ჩვენი სამშობლოს ინტერესებით. ამიტომ, ერთადერთი და ბოლო ინსტიტუტი, რომელიც ამას გააკეთებს არის სახალხო დემოკრატია, სახალხო დემოკრატია არის ქუჩა.
სწორად უნდა გაგვიგოს ყველამ. ჩვენ არა ვართ ერთი ადამიანი, რომელიც გამოხტება და რაღაცას იტყვის. ვართ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც მსჯელობენ, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება შეცდომების დაშვების. ახლა წყდება არც რუსული კანონის, არც რომელიმე სხვა კანონის, არც დღევანდელი საქართველოს ბედი, ახლა წყდება საქართველოს ისტორიული ბედი და ნებისმიერი შეცდომა შეიძლება იყოს საბედისწერო. მე პირადად, ჩემი მეგობრები, ჩვენი კოალიცია ასეთ პასუხისმგებლობას რომ ისტორიული გადაწყვეტილება ცანცარის გამო მივიღოთ, არასწორი, ბოდიში ამ სიტყვისთვის, ჩვენ თავს ამის უფლებას ვერ მივცემთ. ჩვენ რომ ხალხს ვეტყვით - გამოდით, ასევე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის რომ რომ გამოხვალ რა მოხდება ისიც ვუთხრათ. გამოდი-შედი- გამოდი-დაბრუნდი - ამას ხალხს ჩვენ ვერ ვეტყვით. ეს სხვა შემთხვევაა. ჩვენ გვჭირდება შედეგები, ჩვენ გვჭირდება ცვლილება, ეს შედეგები დადგება, ეს ცვლილება იქნება, მაგრამ მოფიქრება, გონივრული მსჯელობა და რაციონალიზაცია ამ პროცესს სჭირდება. ემოციები მესმის, მეც ძალიან ემოციურად ვარ, ყველანი ემოციურად ვართ, მაგრამ პასუხისმგებლობაც ზუსტად იმაშია რომ ემოციებზე მაღლა დავდგეთ და ძალიან ცივი გონებით მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება" აღნიშნა ნიკა გვარამიამ და გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებასაც, საქართველოს გაწევრიანების შეჩერებაზე:

"ევროკავშირისგან არაფერს არ უნდა ველოდოთ, ვიდრე ჩვენ თვითონ  არ დავამსგავსებთ ქვეყანას ქვეყანას, არაფერს კარგს აღარ უნდა ველოდოთ სანამ ჩვენ თვითონ  არ დავამსგავსებთ ქვეყანას ქვეყანას" თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი