ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და დაშინება, ხმის ფარულობის დარღვევა... | გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო - ამ წუთებში, საჩივრებს გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განიხილავენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ათობით საჩივარია დაწერილი, რომელთა ნაწილის განხილვა უკვე მოხდა. 

"გორის ოლქში დავაიდენტიფიცირეთ 15 უბანი, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურად დაფიქსირდა ჩვენი, დამკვირვებლების მხრიდან და ვითხოვთ ამ ყველა უბნების შედეგების ბათილობას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ უბნებზე მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა არსებითი დარღვევები, როგორიცაა ხმის ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა. მათ არ შეეძლოთ, რომ ვერიფიკაციის აპარატებთან ახლოს ყოფილიყვნენ და გაეკონტროლებინათ რამდენად ის ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას, რომლებიც მიდიოდნენ იქ ადგილზე და ასე შემდეგ. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ის დარღვევები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაფიქსირდა იძლევა, რომ მთლიანად ამ უბნის შედეგები გაბათილდეს", - ამბობს იურისტი, მარი კაპანაძე.

რაც შეეხება გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან ისაკაძე ამბობს, რომ განსახილველ საჩივრებს შორის ნაწილი პროცედურული ხასიათის დარღვევებია, დანარჩენი კი შემაჯამებელ ოქმებს უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი