"ვვარაუდობ, რომ თუ საქართველოს მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს არჩევნების ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, არც ევროპა და არც აშშ არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას" | დენ ფრიდი

გამოქვეყნდა:

"ვვარაუდობ, რომ თუ საქართველოს მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს არჩევნების ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, არც ევროპა და არც აშშ არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას", - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენ ფრიდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს.

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების გამოსასწორებლად, მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ ისინი ამას გააკეთებენ. სანდო ეგზიტპოლები აჩვენებდა, რომ ოპოზიციას ერთობლივად ჰქონდა უმრავლესობა, „ოცნებას“ კი უმცირესობა. ეს შედეგები ცესკომ ამოაყირავა, ისეთნაირად, რაც არ არის მაინცდამაინც სანდო. და იმ სხვა ნაბიჯებზე დაყრდნობით, რაც მთავრობამ ბოლო დროს გადადგა, ძნელია დაასკვნა რაიმე სხვა, თუ არა ის, რომ ესაა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვის მცდელობა.

[...]

ვვარაუდობ, რომ თუკი საქართველოს მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს იმ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, არც ევროპა და არც ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, და ჩვენი ურთიერთობებიც შეიცვლება.

შესაძლოა ეს ზუსტად ისაა, რაც "ქართულ ოცნებას" სურს, შესაძლოა მათ ევროპისგან იზოლირება სურთ, ამერიკისგან, დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირება, რადგან სურთ ავტორიტარულ ქვეყნებთან ურთიერთობა, რუსეთთან კავშირი ან მისი დაქვემდებარება. შესაძლოა ესაა მათი მიზანი. სინამდვილეში, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ რამე სხვა სურდეთ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ გააკეთეს ევროპისკენ საქართველოს გზის საბოტაჟისთვის", - აცხადებს დენ ფრიდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი