170 ათასზე მეტი საეჭვო ხმა და 40%-მდე შეუსაბამობა ეგზიტპოლების შედეგებსა და ცესკოს მონაცემებს შორის | HarrisX 27 ოლქის მონაცემებს ადარებს

გამოქვეყნდა:

კომპანია HarrisX, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლი "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით ჩაატარა, აცხადებს, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სტატისტიკურად აუხსნელ შეუსაბამობებს მოიცავს.

კომპანიის სტატისტიკოსებმა დეტალურად გაანალიზეს 27 საარჩევნო ოლქის მონაცემები, შეადარეს ცესკოს მონაცემებს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ამ 27 ოლქში სტატისტიკურ შეუსაბამობაში და ვერ აიხსნება სულ მცირე 172 523 ხმა, რომელიც ცესკოს მიხედვით პარტია "ქართულმა ოცებამ" მიიღო. ეს 27 ოლქი კი საერთო რაოდენობის 37%.

რატომ ვერ მოხდა სხვა ოლქებში მონაცემების დადარება - HarrisX-მა ამ შემთხვევაში მხოლოდ იმ ოლქების მონაცემები დაამუშავა, სადაც საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა, რომ ასე დეტალურად გაეანალიზებინა სტატისტიკური სურათი. სავარაუდოა, რომ სხვა ოლქებზეც მსგავსი ტენდენციაა, და სტატისტიკურად შეუსაბამო "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ხმების რაოდნეობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რა სურათია იმ ოლქებში, სადაც სტატისტიკური შეუსაბამობები ფიქსირდება იმ რეალობასათან, რასაც აფიქსირებდნენ HarrisX-ის მიერ გამოკითხული ადამიანები და რასაც ამტკიცებს ცესკო. მაგალითად, მარნეულში, სადაც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგით "ქართულმა ოცნებამ" 80% მიიღო, ხოლო HarrisX-ის ეგზიტპოლით 40%, აცდენა მონაცემებს შორის 40%-ია და როგორც კომპანია აღნიშნავს, ამის ახსნა შეუძლებელია.

ეს შეუსაბამო შედეგები ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

"ჩვენ ვხედავთ სტატისტიკურად აუხსნელ შეუსაბამობებს, რაც შეადგენს ხმების საერთო რაოდენობის 8 პროცენტზე მეტს, ანუ სულ მცირე 172,523 ხმას, რომელიც მოდის მინიმუმ 27 საარჩევნო ოლქზე. 

HarrisX-ის შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა ხმათა უჩვეულო ცვლილებები 2020 და 2024 წლის არჩევნებს შორის, ასევე ჩვენ მიერ ჩატარებულ ეგზიტ პოლისა და 2024 წლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს შორის, რომელიც სცილდება იმ დონეს, რომელიც შეიძლება აიხსნას სტატისტიკური რყევით ან გამოპასუხებასთან (არგამოპასუხებასთან) დაკავშირებული შერჩევის შესაძლო შეცდომით.

მაშინაც კი, როცა ეგზიტპოლის მონაცემები (სტატისტიკურად) დაფუძნებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სრული დღის სტატისტისტიკური მონაცემების პარამეტრებზე, გამოცხადებული საარჩევნო შედეგი, რომელიც აჩვენებს „ქართული ოცნების“ 53.96%-ს, სტატისტიკურად შეუძლებელია", - ნათქვამია HarrisX-ის განცხადებაში.

საბოლოო ჯამში, კომპანიის წარმომადგენლები ასკვნიან, რომ ის შედეგი, რაც ცესკომ "ქართულ ოცნებას" დაუთვალა, სტატისტიკურად შეუძლებელია და მათემატიკური შეუსაბამობა საერთო ხმების 8%ს ეხება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი