რუს პროპაგანდისტ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული

გამოქვეყნდა:

სანქცირებულ რუს პროპაგანდისტს ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული და წესით, საქართველოში არ უნდა შემოეშვათ. ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც  ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა. კრემლის მარიონეტმა გაგლოევმა მას "მეგობრობის ორდენიც" გადასცა.

როგორ შემოვიდა ქვეყანაში საოკუპაციო კანონის დამრღვევი, შსს-ს განმარტება არ გაუკეთებია.

ინფორმაცია, რომ  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.  

ეს თავად პროპაგანდისტმაც დაადასტურა რუსეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც გადაცემაში საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. მალკევიჩი ამტკიცებდა, რომ "ქართველ ხალხს რუსეთთან თანამშრომლობით სურს ცხოვრება, რადგან ესმით რომ ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება".

მალკევიჩი ევროკავშირის, ამერიკის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერაა სანქცირებული და ძებნილად გამოცხადებული. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და $10 მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული მასზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის.

ცნობილია რომ სულ მცირე 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენებდა თავის კომპანიას - "ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს", რათა ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი