"ერთი მიზანი აქვს ამ აქციას ის, რომ გვექნება სავარაუდოდ, დემონსტრირება იმ გაყალბების გზების და ა.შ. რაც მოვიკვლიეთ ჩვენ და სამოქალაქო სექტორმა და მეორე - კონკრეტულ სტრატეგიულ ხედვას ვიტყვით, როგორ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას" - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის ერთ- ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 4 ნოემბრის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ორშაბათს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე სამი პროდასავლური ოპოზიციური გაერთიანება გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მორიგ მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. როგორ იმოქმედებს ოპოზიცია, სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი. აქცია პოლიტიკურმა გაერთიანებებმა გუშინ, 31 ოქტომბერს დააანონსეს.