საზოგადოებას ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებით მივაწვდით ინფორმაციას რას აკეთებდნენ, როგორ დაგეგმეს და ვინ დაგეგმა გაყალბება | ოპოზიცია დიპლომატებს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ორშაბათს დაგეგმილ მასშტაბურ აქციამდე, ოპოზიციის ლიდერები დღეს დიპლომატებს შეხვდებიან და არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ  მტკიცებულებებს წარუდგენენ. არაა გამორიცხული, დღესვე შეხვედრა გაიმართოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.
იქამდე, კი სამმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გუშინ, 31 ოქტომბერს ორშაბათს 19 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა:

"უპრეცედენტო შემთხვევაა - ჩატარდა ღია კენჭისყრა, სადაც ადამიანს არ ჰქონდა შესაძლებლობა ნება გამოეხატა იმდაგვარად, რომ ყველას არ გაეგო ვის მისცა ხმა. ეს უკვე არის საფუძველი, რომ ეს არჩევნები იყოს ანულირებული, მაგრამ გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას, როგორც საერთაშორისო, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებას ვიდეო და აუდიო მტკიცებულებების სახით - რას აკეთებდნენ, როგორ დაგეგმეს, ვინ დაგეგმა" ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმებულია, რომ არჩევნები გაყალბდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი