"გაძევებული ხარ, იცინე ეხლა გარეთ" | საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო და უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა

გამოქვეყნდა:

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო, რომელთა უდიდესი უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. 

საჩივრები ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, მათზე ზეწოლას და ხმის მიცემის ფარულობის უხეშ დარღვევას ეხება. არასამთავრობოები იმ უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, სადაც არჩევნები ელექტრონულად გაიმართა. 

ხმაურით წარიმართა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა. კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა ენმ-ის წარმომადგენელს პოლიციის დახმარებით დაატოვებინა შენობა და საკუთარ საჩივარზე საუბრის საშუალება არ მისცა.

"ამომრჩეველზე ცდილობენ პასუხისმგებლობის გადატანას, რომ თითქოს ამომრჩეველმა არასწორად შეაცურა აპარატში ბიულეტენი და ამომრჩეველმა ვერ დაიცვა თავის ფარულობა. სასაცილოები არიან თავიდან ბოლომდე. გამეცინა და ამაზე აიჭრა ქალბატონი მირანდა და გამაძევა" ამბობს დამკვირვებელი.

თავად მესხი კი ამტკიცებს, რომ საჩივრები ზოგადი შინაარსის იყო, მტკიცებულებების გარეშე და შესაბამისად უსაფუძვლობის გამო, არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.

საჩივრები განიხილეს გორის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც, სადაც სულ 31 საჩივარი დაიწერა. არასამთავრობოები იმ უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, სადაც არჩევნები ელექტრონულად გაიმართა.   

საჩივრების ერთ-ერთი ავტორი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დავების გაგრძელებას სასამართლოში აპირებს და არ გამორიცხავს საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც მოჰყვეს გაგრძელება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი