პროევროპული ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან შესახვედრად ემზადება. ელჩებთან შეხვედრა დღეს 18:00 საათზე ლელოს ცენტრალურ ოფისში უნდა გაიმართოს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები.

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდიან ინფორმაციას 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, დასრულებულია მუშაობა ანგარიშზე, რომელშიც შესულია ყველა ის დარღვევა, რომელიც არჩევნების პროცესში დაფიქსირდა. მათი განცხადებით, ისინი კოორდინაციაში არიან როგორც დასავლელ პარტნიორებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან.

 

 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი